ახალი ამბები
ტყიბულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
FaceBook
ორსართულიანი სახლი დაიწვა ტყიბულის რაიონის სოფელ ზედუბანში.
ხანძარი ღამით გვიან,  მაშინ გაჩნდა, როცა სახლში 60 წლამდე ცოლქმარი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ეკიპაჟი,თუმცა,  სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსხვერპლი არ არის. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
Print