ახალი ამბები
5 ივნისს ტყიბულში წყალმომარაგება შეიზღუდება
FaceBook
5 ივნისის 18:00 საათიდან - 6 ივნისის 07:00 საათამდე, ტყიბულის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. შეზღუდვები იმოქმედებს ჯალაღანიას, დუმბაძის, კუპრაშვილის, თაბუკაშვილის, გამსახურდიას ქ.#1- 29 ჩათვლით ( 26-27 გამოკლებით) ლესელიძის, ბარათაშვილის, ორბელიანის,  ყაზბეგის, მაწკეპლაძის, ძმები ვარდოსანიძეების და ტყვარჩელის ქუჩებზე.

კომპანიის განმარტებით, წყალმომარაგების შეზღუდვა ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
Print