ახალი ამბები
უმრავლესობის წევრი: კოსტავას სიაში ყოფნამ "ოცნებას" ბევრი ხმა მოუტანა (ვიდეო)
FaceBook
ხმაურითა და სიტყვიერი შელაპარაკებით დასრულდა შეხვედრა ქუთაისის საკრებულოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელიც ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის საკითხს ეხებოდა.  
შელაპარაკება შეხვედრაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორის სურვილით გაიმართა, უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკებმა გამოიწვია, როდესაც მათ დაგმეს კოსტავას პოსტი, თუმცა, ამასთანავე მას მორალური მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ალეკო ახალაძესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ, ლაშა მესხს შორის:




ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა. კოსტავას უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით საკრებულოსთვის წერილობით 3 ივნისს უნდა მიემართა, თუმცა, იგი არც სამსახურში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

ტელეკომპანია "იმედს" კი განუცხადა, რომ ამომრჩევლების თხოვნით საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა.

3 ივნისს საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ თუ კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, ის თავად გავა ფრაქცია "ქართული ოცნება -კოსერვატორებიდან", რომლის წევრიც ნანა კოსტავასთან ერთად არის.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა. დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამაოქვეყნა, სადაც მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“. ვიდეოშარჟი, რომელიც 2018 წელს არის გადაღებული, სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
Print