ახალი ამბები
7 ივნისს მოსწავლეებს ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება ჩაუტარდებათ
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას სთავაზობს.
ტესტირება 7 ივნისს, 12:00 საათზე, წინა წლებში გამოყენებული ზოგადი უნარების საგამოცდო დავალებებით შედგენილი 80-ქულიანი ტესტით, ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეუძლიათ. ამისათვის მოსწავლე 7 ივნისს 12:00 საათზე უნდა შევიდეს ვებგვერდზე: exam.naec.ge, სადაც საგანგებოდ მოცემულ უჯრებში დარეგისტრირდება და შემდეგ დაიწყებს დავალებების სწორი პასუხების მონიშვნას. ტესტირების შედეგი დამთავრებისთანავე გამოჩნდება ეკრანზე. ეს პროცესი სულ 3 საათი გაგრძელდება. 15:00 საათის შემდეგ სისტემაში შესვლა შეუძლებელია.
Print