ახალი ამბები
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას თბილისური კომპანია დააპროექტებს
FaceBook

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რიონისპირა სახლების პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.


ელექტრონულ შესყიდვაში მხოლოდ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

თბილისურმა კომპანია შპს“კარკასმა“  ქუთაისში რეგისტრირებულ  საპროექტო-სამშენებლო  კომპანია სს „ხუროს“ ერთლარიანი სხვაობით მოუგო. „კარკასმა“ პროექტის შედგენის ვალდებულება 799 999 ლარად აიღო.


კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.


მუნიციპალური განვითარების ფონდმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე 944 000 ლარიანი ტენდერი 25 აპრილს გამოაცხადა.


პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია  რიონის მარცხენა მდებარე სახლებს ჩაუტარდება,   შემდეგ სამუშაოები კათოლიკურ უბანში გადაინაცვლებს, საბოლოო ჯამში კი მთელ ისტორიულ ნაწილს მოიცავს.


პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარია.

Print