ახალი ამბები
"ნანა წადი" - სამოქალაქო სექტორი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს
FaceBook
"ნანა წადი"- ამ შეძახილებით ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ მოუწოდს  ნანა კოსტავას უარი თქვას დეპუტატის მანდატზე.

აქციის ორგანიზატორებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაც მოითხოვეს, სადაც თავიანთი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ.

ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით განცხადებას ხვალ დაარეგისტრირებენ, რადგან დღეს სამუშაო საათები უკვე ამოიწურა.


ხვალ აქციის მონაწილეები საკრებულოს წევრებსაც შეხვდებიან. ეს დაპირება მათ დღევანდელ აქციაზე მიიღეს. 

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა. ორი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვდნენ.


კოსტავას ქმედება დაგმეს მისმა თანაგუნდელებმა. მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო.


საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ კი განაცხადა, რომ იგი კოსტავასთან ერთად საკრებულოში არ იმუშავებს.

 

Print