ახალი ამბები
საკრებულოს წევრი ნანა კოსტავაზე: "ყველაფერი გააკეთა, პასუხი გაეცა საზოგადოების რეაგირებისთვის" (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნანა კოსტავას ფეისბუქ პოსტის გამო გამოწვეულ აჟიოტაჟს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი აფასებს.



ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა. კოსტავას უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით საკრებულოსთვის წერილობით დღეს უნდა მიემართა, თუმცა, იგი არც სამსახურში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. ტელეკომპანია "იმედს" კი განუცხადა, რომ ამომრჩევლების თხოვნით საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ თუ კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, ის თავად გავა ფრაქცია "ქართული ოცნება -კოსერვატორებიდან", რომლის წევრიც ნანა კოსტავასთან ერთად არის.
Print