ახალი ამბები
"სანგრია" - ეგზოტიკური სასმელი გრილი ზაფხულისთვის
FaceBook
"სანგრია" მსოფლიოში პოპულარული ესპანური გამაგრილებელი სასმელია, რომელიც სეზონური ხილით მზადდება. 

"სანგრიას" დასამზადებლად არც ბევრი დრო და იგრედიენტი დაგჭირდებათ.


ინგრედიენტები:


2 ცალი ლიმონი.
1 ცალი ფორთოხალი.
2 ცალი ლაიმი.
სეზონური ხილი - მარწყვი, მალინა, ვაშლი, ალუბალი.
1 ღერი დარიჩინი.
შაქარი ერთი ჭიქა.
250 მლ. წითელი, ან თეთღი ღვინო. (შეგიძლიათ დაამატოთ 25 მლ კონიაკი) 
ერთი ლიტრი გაზიანი  წყალი.(შეიძლება გამოიყენოთ სპრაიტი)

მომზადების წესი:

ლიმონი, ლაიმი და ფორთოხალი დავჭრათ რგოლებად, დავაყაროთ შაქარი და ვაცადოთ ვიდრე წვენს მოიყენებს. შემდეგ დავაყაროთ ჩვენთვის სასურველი დაჭრილი სხვადასხვა სახეობის ხილი.
დავსხათ ღვინო, გაზიანი წყალი. ბოლოს ჩავაყაროთ რამდენიმე ღერი პიტნა და დარიჩინის ღერი. გავაცივოთ და სუფრასთან მივიტანოთ ყინულებთად ერთად. 

გემრიელად მიირთვით.
Print