ახალი ამბები
ომარ ნიშნიანიძის "არგომ" მოგზაურობა შეწყვიტა
FaceBook
ყოფილი დეპუტატისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებულმა გემმა "არგომ" მდინარის კალაპოტში გზის გაკვლევა ვეღარ შეძლო და მოგზაურობა დროებით შეწყვიტა. ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ გემს გადაადგილება მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო გაუჭირდა, რის გამოც შესაძლოა "არგო" დანიშნულების ადგილამდე ტექნიკის დახმარებით მიიტანონ.


"არგოს" 2 ივნისს ვანში, ვანელობის დღესასწაულზე ელოდებიან.

ომარ ნიშნიანიძის გემი ფოთიდან 31 მაისს, პერფორმანსის თანხლებით  გამოემგზავრა. გემში იასონის პერსონაჟი იჯდა, რომელიც კოლხეთში ოქროს საწმისის წასაღებად მიემართებოდა, თუმცა, მოულოდნელად გემმა მსვლელობა შეწყვიტა.  ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ დაგეგმილი პერფორმანსი არ ჩაიშლება და გემი ვანში,  სადაც იასონს მედეა უნდა დახვდეს, მაინც ჩავა.

ომარ ნიშნიანიძემ „არგოს“ მშენებლობა ორი თვის დაიწყო. მისი თქმით, მას ამით  კოლხეთის ისტორიის გაცოცხლება სურს.








Print