ახალი ამბები
ქუთაისში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში  ბავშვთა სეართაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.


დილიდან გარბენი მოეწყო ავტოქარხნის ხიდიდან  კიკვიძის სახელობის სკვერამდე, რომელშიც  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, საჯარო და კერძო, ასევე სპორტული სკოლების  მოსწავლეები მონაწილეობდნენ.



გარბენში გამარჯვებულები უკვე დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებითა და სიგელებით.


11 საათიდან ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გადმოინაცვლა, სადაც მოზარდებისთვის ატრაქციონები  მუშაობს, ტარდება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.



ქუთაისის მერიის ორგანიზებით,  ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს 16 ატრაქციონი ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში.




1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ 1925 წელს, ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა, თუმცა, პირველად ეს დღე  1959 წელს აღნიშნეს.

Print