ახალი ამბები
ომარ ნიშნიანიძემ "არგო" მდინარე რიონში გაუშვა
FaceBook
პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებული გემი "არგო" მდინარე რიონში შეცურდა.


გემი ფოთიდან გამოემგზავრა, რასაც თან ახლდა პერფორმანსი, იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი "არგოს" კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.


"აქ შემოვიდნენ არგონავტები პირველად და აქედან აყვნენ შემდეგ რიონს მაღლა. ტიმ სევერინმა 35 წლის წინ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლეგენდა არგონავტების შესახებ არის რეალური ისტორია და ჩვენ ვამაყობთ ამით და ზოგადად, მითი და ლეგენდა აუცილებად შეიცვას რეალურ მარცვლებს ისტორიისას, ამას ემსახურება ჩვენი ექსპედიციაც, ეს არის ისტორიის გაცოცხლება, მე ასე ვდავარქვი მას.  

ვემზადებით მოგზაურობისთვის, 2 ივნისს ჭყვიშში შევცურდებით. გემზე გვეყოლება და ჭყვიშშიც დაგვხვდებიან “არგონავტების” გმირები. ამით გავაცოცხლებთ ამ ისტორიას და პოპულარიზაცია გავუწევთ ამ თემას”- ამბობს ომარ ნიშნიანიძემ, რომელიც "არგოს" აგებაზე, სტუდენტებთან ერთად, ერთი წელი მუშაობდა. 

პროფესორი ამბობს, რომ მისი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა.

თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

ნიშნიანიძე ამბობს, რომ "არგო"  მდგრადი და უსაფრთხო იქნება.  თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება.




ამავე თემაზე:


"მდინარე რიონზე, შესაძლოა, სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისები დაინიშნოს"

Print