ახალი ამბები
"ჩემით არაფერს არ დავწერ" – ნანა კოსტავა საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტაზე
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს  უმრავლესობის დეპუტატი ნანა კოსტავა უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს.

ამის შესახებ მან ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა. 

"მე არ ვაპირებს უფლებამოსილების შეწყვეტით საკრებულოს მივმართო, რადგან მართალი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და სალომე ბარკერის წინაშე. ეს იყო უბრალოდ იმის  დანაშაული, რომ  ინფორმაციას არ ვფლობდი ბოლომდე (ტრაგედიის შესახებ რედ.) მე თვითონ,  ჩემით არაფერს არ დავწერ და თქვენ, რაც გინდათ  ის გააკეთეთ, გინდა იმპიჩმენტი და რაც გინდათ ის",  –  განაცხადა  ნანა კოსტავამ. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.დეპუტატის საკრებულოდან წასვლა დღეს მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  და პოლიტიკოსებმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს,  აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


ამავე თემაზე:

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო


"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

ქუთაისის მერი საკრებულოს წევრის ფეისბუქპოსტზე: "ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას"

 

Print