ახალი ამბები
"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ნანა კოსტავა სალომე ბარკერისთვის მიძღვნილ პოსტზე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, ის იმ შემთხვევაში მოიხდის ბოდიშს, თუკი ამას ვინმე მოითხოვს.

"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ. მე თვითონ ვარ სამი შვილის დედა. მართლმადიდებელი ქრისტიანი და ყველაფერს პატივს ვცემ რაც არის ქართული, ეროვნული და მართლმადიდებლური ფასეულობები. სალომე ბარკერის ეს ქცევა, პრეზერვატივი ჩამოცობილი ჰქონდა თითებზე და ამით ჯვარს წერდა მთელ ერს, არ მომეწონა და დავწერე ჩემი კომენტარი. ნამდვილად არ ვიცოდი მისი ტრაგედიის შესახებ. მე თვითონ მყავს 16 წლის ბავშვი და ნადმვილად არანორმალური უნდა იყო, რომ ეს გაგიხარდეს. ვუსამძიმრებ სალომე ბარკერის ოჯახს", - ამბობს ნანა კოსტავა ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მისივე თქმით, პოსტი მეგობრისგან გაიზიარა.

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს. 

დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამაოქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“. 

სალომე ბარკერის და, 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.


ამავე თემაზე:

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო
Print