ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ნანა კოსტავა ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტს უძღვნის.
დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
თავად დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ქუთაისის საკრებულოში
კი ამბობენ, რომ განმარტება კოსტავამ უნდა გააკეთოს, რადგან
პოსტის ავტორი თავადაა.
სალომე ბარკერის და, 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები