ახალი ამბები
სახალხო დამცველი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
FaceBook
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თანასწორობის საკითხებზე ესაუბრა.
სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას მან, ძირითადად, ანტიდისკრიმინაციული კანონზე, მისი მიღების მნიშვნელობასა და სექსუალური შევიწროების შესახებ კანონზე გაამახვილა ყურადღება. ნინო ლომჯარიამ სტუდენტებს მოუწოდა თანასწორობის იდეის  ნებისმიერი სახით დარღვევის შემთხვევაში, ომბუდსმენის აპარატს მიმართონ.

"ჩვენ აქამდე არ გვქონდა უფლება რეაგირება მოგვეხდინა თუკი, მაგალითად, კერძო სექტორში ირღვეოდა ადამიანის შრომითი უფლებები. თუმცა, კანონში შევიდა ცვლილებები და დღეს უკვე გვაქვს ეს ბერკეტი. დისკრიმინაციის ყველა შემთხვევას ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის. ჩვენ 100%-ით ვიცავთ, აგრეთვე, ანონიმურობის პრინციპს", - ამბობს ნინო ლომჯარია.  

მან ასევე, ბათუმის შოთა რუსთავაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების ფაქტზე ისაუბრა და სტუდენტებს მოუწოდა მსგავსი ან სხვა სახის დისკრიმინაციის შემთხვევაში მომართონ სახალხო დამცველის აპარატს: იმეილის, მესენჯერის, ცხელი ხაზისა თუ სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით.
Print