ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ
FaceBook
ქუთაისის საკრებულო დღეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.
სპეციალურად ამ მიზნით სხდომას "ქართუ " ჯგუფის პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი ესწრება. ჯერეჯრობით უცნობია რას გულისხმობს კორექტირებული ვერსია. ცაგარელს წინასწარ ამ საკითხზე არ უსაუბრია,
თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, საუბარია რამდენიმე შენობის ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმის კორექტირებული ვარიანტის განხილვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბოლო საკითხად არის შეტანილი, თუმცა, საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა უკვე გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ისინი პროექტს არ გაცნობიან.

შესაბამისად, მათი თქმით, საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ უნდა გამოეტანათ და დეპუტატებს მისი გაცნობის საშუალება უნდა მიეცეს. ქუთაისის საკრებულომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმა 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, მშენებლობა ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. სტუდენტების პირველი ნაკადი კი უნივერსიტეტს 2019 წელს უნდა მიეღო, თუმცა, მოგვიანებით ვადამ 2020 წლამდე გადაიწია.

მუხნარის ტყეში 60 0000 სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა.


ამავვე თემაზე:


ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია


Print