ახალი ამბები
ქუთაისში, ჟურნალისტებმა რუსთავი 2-ს გადამღებ ჯგუფს, რომლებსაც თავს დაესხნენ, სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
"უარი შერჩევით სამართალს" - ამ დევიზით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
ამით ქუთაისში მოქმედმა ჟურნალისტებმა წყალტუბოს სოფელ მესხეთში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იმერეთის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი და თავდამსხმელების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება გააპროტესტეს.

"აღნიშნული ჯგუფური თავდასხმის მონაწილეები გირაოთი გაათავისუფლეს. ჩვენ, ჟურნალისტები, ვფიქრობთ, რომ ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი", - ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე. 

ტელევიზიის წარმომადგენლები, ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე, მიმდინარე წლის 23 მაისს, წყალტუბოში იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.


ამავე თემაზე:

წყალტუბოში რუსთავი 2-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და ოპერატორი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

Print