ახალი ამბები
ომარ ნიშნიანიძის „არგო“ რიონში გასაშვებად ემზადება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ყოფილმა დეპუტატმა,  ომარ ნიშნიანიძემ  გემის მშენებლობა თითქმის დაასრულა.


ნიშნიანიძე „არგოს“ გაშვებას მდინარე რიონში 2 ივნისს გეგმავს.


გეგმის მიხედვით,  გემი ფოთიდან გამოემგზავრება, რომელსაც თან გამოყვება იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი "არგოს" კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.

პროფესორი ამბობს, რომ მისი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა.

თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

ნიშნიანიძე ამბობს, რომ "არგო"  მდგრადი და უსაფრთხო იქნება.  თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, "არგოს" მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში პორტის მოწყობის იდეის ავტორი გემს აშენებს (ვიდეო)

Print