ახალი ამბები
წყალტუბოში ხუთი სანატორიუმი აუქციონზე იყიდება
FaceBook
ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ,  წყალტუბოში,  საბჭოთა დროს აშენებული ხუთი სანატორიუმი აუქციონზე გაიტანა.
სანატორიუმები: "იმერეთი", "სავანე", წყალტუბო", "ფილიალი" და "მეგობრობა" 21 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

გასაყიდ ობიექტებში კვლავ სასტუმროები და სანატორიუმები  უნდა მოეწყოს.

წყალტუბოში   მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ქალაქში  დიდი პოტენციალის არსებობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილლმა წყალტუბოში გამართულ ფორუმზე ისაუბრა.

"ჩვენ ვდგავართ ოქროზე და არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ", - განაცხადა მან  ვიზიტისას.

წყალბუბოში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ათეულობით სასტუმრო და სანატორიუმი აშენდა. ახლა მათი დიდი ნაწილი მიტოვებული და ამორტიზებულია. 


ფოტო:CNN
Print