ახალი ამბები
ასპირინს დეპრესიასთან ბრძოლა შეუძლია
FaceBook
მეცნიერების მტკიცებით, ასპირინს დეპრესიასთან ბრძოლა შეუძლია - ეს  კემბრიჯის უნივერსიტეტის ცხრაწლიანმა კვლევებმა აჩვენა.
როგორც The Softcraze აღნიშნავს, მოცემული სამუშაოს საფუძველს წარმოადგენს ის თეორია, რომ ანთება და დეპრესია ურთიერთკავშირშია.
როგორც ცნობილია, ასპირინს ანთების დონის შემცირება შეუძლია. გარდა ასპირინისა სპეციალისტები აღნიშნავენ ნუროფენისა და ანტიბიოტიკების პოზიტიურ თვისებებს.
მეცნიერები აკვირდებოდნენ 9 წლის ასაკიდან დაწყებულ 4500 ბავშვს.
კვლევის დროს ექსპერტები ბავშვების სისხლში ინტერლეიკინ-6-ის დონეს აფასებდნენ. ეს ცილა გვიჩვენებს ანთების დონეს. ბავშვებს, მაღალი დონის ანთებით, ყმაწვილობის ასაკში 2-ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ დეპრესია.
ამასთან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული პერელმანის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცენარე ვარდისფერი როდეოლა დადებითად მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი. ის, როგორც დამტკიცდა, ეფექტურობის თვალსაზრისით შეიძლება შევადაროთ სერტრალინს. ამასთან, მცენარეს აბებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს. ამდენად, ადამიანებმა, რომლებიც ვერ იტანენ სტანდარტულ თერაპიას, შეიძლება მცერეული ექსტრაქტი სცადონ.
წყარო: mkurnali.ge

Print