ახალი ამბები
2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს
FaceBook

2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ,  რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმის გამართვამდე ქალაქში სხვადასხვა მოსამზადებელი ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის კამპანია.


ფორუმის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ტურისტული მარშრუტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

ქუთაისის  მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის თქმით, ეს ფორუმი ქალაქს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო დონეზე გაიტანოს თავისი ცნობადობა.

„სწორედ ის ფაქტი, რომ ქუთაისი იქნა შერჩეული მასპინძელ ქალაქად,  მნიშვნელოვნად გაზრდის  მის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით, ქალაქში ჩამოვა ბევრი სტუმარი, ქუთაისი იქნება წარმოჩენილი როგორც ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობის მქონე,"-განაცხადა  ნინო თვალთვაძემ.


ფორუმს ორგანიზებას უწევენ ევროპის საბჭო, თავად კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტი და მასპინძელი ქვეყნები. ასევე, ევრო პარლამენტის, იუნესკოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები.


ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმი ბოლოს 2018 წელს, გერმანიის ქალაქ გორლიცში გაიმართა. სხვადასხვა ქალაქებში გამართულ  ფორუმებს საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. დელეგაციის წევრები ჩვენი ქვეყნის ტურისტული მარშრუტების განვითარებისთვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობდნენ. წელს კი გადაწყდა, რომ რიგით მეთერთმეტე ფორუმი საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში ჩატარდება.

Print