ახალი ამბები
ტყიბულში, კარიერზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
FaceBook
ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მაშველები მამაკაცს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

27 მაისს, ტყიბულში 55 წლის მამაკაცი ქვანახშირის გარე მოპოვების კარიერზე   ჩამოშლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

გარდაცვლილი "საქნახშირის" თანამშრომელი იყო, თუმცა, კომპანიაში განმარტეს, რომ გუშინ მას სამუშაო დღე არ ჰქონდა და არც ის ტერიტორიაა მათ საკუთრებაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

Print