ახალი ამბები
ზესტაფონში დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი გარდაიცვალა
FaceBook

ზესტაფონში „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით,  თანამშრომლობენ  გამოძიებასთან.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს,  “ საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ზესტაფონში, 27 მაისს რკინიგზის საწყობში ორი თანამშრომელი დაშავდა.

თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ.

Print