ახალი ამბები
მაღაროელები გამარჯვებას ზეიმობენ – შეთანხმება მიღწეულია (ვიდეო)
FaceBook
ამ წუთებში ჭიათურელი მაღაროელები გამარჯვებას ზეიმობენ.

ერთ–ერთმა აქციის მონაწილემ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პირველი ივნისიდან დასაქმებულებს ხელფასი 25%–ით გაეზრდებათ, ერთი წლის შემდეგ კი დამატებით 10%–ით.

"ყველაფერი შეთანხმებულია. რასაც მივაღწიეთ დიდი გამარჯვებაა თითოეული ჩვენგანისთვის," – განაცხადეს მაღაროელებმა.

მათი თქმით, გაფიცვა დასრულებულია. მაღაროელებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

Print