ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
FaceBook

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა


ინფორმაციას ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინინტრაცია ავრცელებს.


"ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.

ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია",- ნათქვამია განცხადებაში.

ჭიათურაში მე-14 დღეა მაღაროს თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. 

ბოლო ორი დღეა პროტესტმა მთელი ქალაქი მოიცვა.

მაღაროელებს დღეს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ.

26 მაისს მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას შორის შეხვედრა, სადაც მაღაროს თანამშრომლებს ხელფასის 25%-იანი ზრდა შესთავაზეს, უშედეგოდ დასრულდა.

Print