ახალი ამბები
ტყიბულში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - მუშა ნახშირის მასის ქვეშ მოჰყვა
FaceBook
ტყიბულში ნახშირის გერე მოპოვების კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი ადამიანი მოჰყვა. 

aამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,   გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.

ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
Print