ახალი ამბები
ჭიათურა პარალიზებულია - მაღაროელების გაფიცვას მთელი ქალაქი შეუერთდა
FaceBook

ჭიათურაში  5000-ზე მეტი ადამიანი ქუჩაშია გამოსული. გაფიცულ მაღაროელებს საბავშვო ბაღების,  სკოლების პედაგოგები, მაღაზიებისა და ბანკების თანამშრომლები შეურთდნენ.


"დილიდან ჭიათურაში არაფერი მუშაობს. არც სკოლა, საბავშვო  ბაღი და ბანკები. ვაჩვენებთ, რა ძალა გვქონია მაღაროელებს", – ამბობს ერთი–ერთი გაფიცული. 

ჭიათურელ მაღაროლებს  14  დღეა შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი. მათი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაა. 15 მაღაროელი შიმშილობს, სამმა კი პირი ამოიკერა. გაფიფულ მაღაროელთა ნაწილი ქალაქის შესასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგაც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.


 

Print