ახალი ამბები
ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა–შვილი დაშავდა
FaceBook
ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა 26 მაისს საღამოს მოხდა.
მომხდარის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ წაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების თქმით, ავარია სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.

ავტორი: ლილე ბერიძე
Print