ახალი ამბები
ჭიათურაში ერთ–ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა
FaceBook
ჭიათურაში მოშიმშილე ერთერთი მაღაროელის ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ჭიათურელ მაღაროლებს მე-10 დღეა, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი. მათი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაა. 15 მათგანი შიმშილობს, სამმა კი პირი ამოიკერა. გაფიფულ მაღაროელთა ნაწილი ქალაქის შესასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.


შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგაც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.
Print