ახალი ამბები
„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებს ხელფასის 25%-იან ზრდას სთავაზობს
FaceBook

შპს „ჯორჯიან ემერიქან ელიზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის ეტაპობრივად 25%-იან ზრდას სთავაზობს.


ამის შესახებ დღეს კომპანიის ქართული მხარის ფინანსურმა დირექტორმა ისაუბრა. მერაბ ლომინაძემ მაღაროელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

 


კომპანიის შეთავაზებას არ ეთანხმებიან მაღაროელები და ხელფასი 50%-თ გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.


ჭიათურაში საპროტესტო აქციამ დღეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა. გაფიცულმა  მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცულებს დღესვე ტყიბულის შახტის რამდენიმე თანამშრომელი და „რკინიგზელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლები  შეუერთდნენ.


ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა  მეათე დღეა გრძელდება. ისინი კარვებში ათენებენ ღამეს.  რამდენიმე მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და მეცხრე დღეა შიმშილობს.

Print