ახალი ამბები
ძველი გემო - სიგუას ნამცხვარი
FaceBook
ნამცხვარი, რომელიც ძველ გგემოს გაგახსენებთ  მინიმალური ინგრედიენტებით მზადდება. ასევე  ცხობისთვისაც მინიმალურ დროსა და შრომას მოითხოვს. 


ნამცხვარი სიგუა პოპულარული 90 - იანებში გახლდათ. 

ნამცხვარს სახელი ხუმრობით დაერქვა ქართველი პოლიტიკოსის, თენგიზ სიგუას გამო, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.

“სიგუას ნამცხვარი” მისი მმართველობის პერიოდში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და პროდუქტების სიმცირის გაშარჟება იყო.


ინგრედიენტები:


4-5 ვაშლი

100 გრ შაქარი

2ს.კ ზეთი 

1 გახეხილი ლიმონი 

ერთი ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კ სოდა ძმრით


მომზადების წესი:

გავხეხოთ ვაშლი, ლიმნის კანი, დავამატოთ შაქარი, ზეთი, სოდა ძმრით და ბოლოს დავამატოთ ფქვილი. მიღებული მასა დავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ ტაფაზე, ან ღუმელში.

მიირთვით გემრიელად. 



შენიშვნა: ეს ნამცხვრის კარგი ალტერნატივა იყო, რადგან ძალიან ცოტა და იოლად საშოვნი ინგრედიენტებით კეთდებოდა.
Print