ახალი ამბები
ქუთაისში ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა.


აალებული ავტომობილიდან მჯდომი სამი პირის გადმოყვანა და ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივებმა მოახერხეს.


ამჟამად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა დროსაც მოცურდა და პალმების ხეივანში ავარდა. ავტოავარიის შედეგად ასევე დაზიანებულია სამი პალმა.




"ამ მანქანის უკან მყოფი მანქანაც ამობრუნდა, თუმცა იქაც ყველა გადარჩა საბედნიეროდ," – ამბობენ თვითმხილველები.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
Print