ახალი ამბები
26 მაისის ღონისძიებების გამო ქუთაისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
FaceBook

26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონსიძიებების გამო ქუთაისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.


ცენტრალური მოედანი, რუსთაველის და კოსტავას ქუჩა 25 მაისს 24:00 საათიდან დაიკეტება.



26 მაისს კი ავტომობილების  მოძრაობა სრულად აიკრძალება  ცისფერყანწელთა ქუჩაზე.



შეზღუდვები  26 მაისის 23:00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო მძღოლებს  გადაადგილება ლერმონტოვის ქუჩის გავლით შეეძლებათ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

Print