ახალი ამბები
სად აშენდება ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში - მთავრობაში ადგილს არ ასაჯაროებენ
FaceBook
ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ არ ასაჯაროებენ.
მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, ადგილს პრეზენტაციას თავად პრემიერმინისტრი გაუკეთებს. 

"ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა დაელოდოთ პრემიერის მიერ ამ საკითხის დაანონსებას. ადგილი თუ წინასწარ გითხარით, მაშინ რაღა აზრის აქვს", - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო წივწივაძე.

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ მამუკა ბახტაძემ მიმდინარე წლის 6 აპრილს დააანონსა.

21 აპრილს კი წყალტუბოში პრემიერმინისტრმა განაცხადა რომ ქარხნის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა.
Print