ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზი" - კომპანიას გაფიცული მაღაროელების შემცვლელები არ ჩამოუყვანია
FaceBook
ჭიათურაში, მაღაროელების პროტესტის მერვე დღეს, კომპანია "კორჯიან მანგანეზის" მხრიდან საწრმოში გერმანელი მუშების ჩამოყვანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

აღნიშნულის შესახებ თავად გაფიცულებიც საუბრობენ. თუმცა, სამთო გამამდიდრებელ კომბინატში უცხოელი მუშახელის ჩამოყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" არ ადასტურებს.

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გამდიდრების სამმართველოს უფროსი, მალხაზ ასანიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ კომპანიას გაფიცული მაღაროელების შემცვლელები არ ჩამოუყვანია. ასანიძის თქმით, სამი გერმანელი, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხნის გამართვაზე 2018 წლის დეკემბრიდან მუშაობს.

"ხდება მათი როტაცია. ერთი მიდის, მეორე მოდის. სამი წარმომადგენელია ამჟამად ადგილზე, რომლებიც ჭიათურელებთან ერთად მუშაობენ. ეს ქარხანა, მათი, გერმანელების აგებულია", - ამბობს მალხაზ ასანიძზე. 

ჭიათურელ მაღაროლებს მე-8 დღეა, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი. მათი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებაა. 15 მათგანი შიმშილობს, სამმა კი პირი ამოიკერა. გაფიფულ მაღაროელთა ნაწილი ქალაქის შესასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგაც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.
Print