ახალი ამბები
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

 

სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი და ოპერატორი ბაკურ ჩიხლაძე, რომელთაც წყალტუბოში თავს დაესხნენ, ქუთაისის ინვერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.


საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თამარ ჩიხლაძის ინფორმაციით,  ჟურნალისტს თავის ქალის ტრამვა, თვალბუდის დაჟილობა და ცხვირის ზედაპირული მოტეხილობა აღენიშნება. ოპერატორი კი კლინიკაში მსუბუქი დაზიანებებით მიიყვანეს. 

"პაციენტი არ საჭიროებს რეანიმაციულ მკურნალობას და იმყოფება სტაციონარში, სადაც მოუწევს დარჩენა წოლით რეჟიმში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება," - აცხადებს თამარ ჩიხლაძე.

კლინიკური დირექტორი თამარ ჩიხლაძე "ჯერჯერობით მოუწევს სტაციონარში დარჩენა წოლით რეჟიმში".

ტელევიზიის წარმომადგენლებზე თავდასხვა წყალტუბოს სოფელ მესხეთში იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის  ბრალდებითაა დაკავებული.

Print