ახალი ამბები
„ჩახედონ კონტრაქტებს და მეტი პატივი სცენ ქალაქს“– ლევან კობიაშვილი „ტორპედოს“ ფეხბურთელებზე
FaceBook

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი „ტორპედოში“  არსებულ  ფინანსურ პრობლემებს და ფეხბურთელების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხმაურება.


კობიაშვილის თქმით, სახელფასო ანაზღაურების პრობლემა მაღალი დონის კლუბებშიც არის, მაგრამ ფეხბურთელები ამის გამო თამაშის ჩაშლით არ იმუქრებიან.


„უამრავი ქვეყენა არსებობს, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც უმაღლესი ლიგაა და ექვსი თვე ვერ იღებენ ხელფასს, მაგრამ არც ერთი არ გამოდის და არ საუბრობს, რომ თამაშზე არ გავალთ და დავიშლებითო. ყველა ფეხბურთელს მოვუწოდებ,  ჩაიხედონ თავიანთ კონტრაქტებში რისი უფლება აქვთ და სცენ პატივი თავიანთ ქალაქს, თავიანთ კლუბს და გულშემატკივრებს, რომლებიც სულ გვედრით უდგაგან. გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და არ გაატარონ  მხოლოდ თავიანთი ინტერესები“,-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


კობიაშვილმა ფეხბურთელების წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელმძღვანელობამ პრობლემის მოგვარების პირობა დადო.


„დიახ, არსებობს პრობლემები. ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც შეხვდნენ ხელმძღვანელობას და მიიღეს დაპირება, რომ პრობლემა მოგვარდება. ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის დაუდგება ყველა გუნდს გვერდით. „ტორპედოს“ შეიძლება  არ ჰყავდეს  ძვირადღირებული ფეხბურთელები, მაგრამ ის  სულ იქნება  და ითამაშებს“, - განაცხადა კობიაშვილმა.


"ტორპედოში" სახელფასო დავალიანების  შესახებ ფეხბურთელებმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს.  გუნდში ფინანსური პრობლემის არსებობა დაადასტურა კლუბის პრეზიდენტმა და მეპატრონემ, ზაალ ჩაჩავამ.  მან მომხდარი ჩინური კომპანია "ჰუალინგის" მიერ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების  გაწყვეტით ახსნა, რომელსაც კლუბის ინვესტირება უნდა მოეხდინა.

ჩაჩავამ განაცხადა, რომ თუ პრობლემას ვერ მოაგვარებდა, კლუბს ქუთაისის მერიას დაუბრუნებდა, რომელიც 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა.

მოგვიანებით კი განაცხადა, რომ არსად წასვლას არ გეგმავს და პრობლემის მოგვარებას სხვა ინვესტორების მოძიებით შეეცდება, თუმცა, არ დამალა, რომ განაწყენებულია იმ ფეხბურთელებზე, ვინც გუნდში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ ილაპარაკა.

ამავე თემაზე:

"სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს" – ზაალ ჩაჩავა "ტორპედოზე"

Print