ახალი ამბები
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
FaceBook

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ნიმუშების წარდგენა 14 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ღვინის ნიმუშებს  ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.

"ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ. 2018 წელს პირველ კონკურსთან შედარებით 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა. ასე, რომ კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს," - აცხადებენ სიპ ღვინის ეროვნული საგენტოში.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

კონკურსი ასოციაცია  „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.


კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ოფიციალურ ვებ (www.gwa.ge) და  Facebook-გვერდზე.

Print