ახალი ამბები
ქუთაისის მერი ამერიკაში იმყოფება
FaceBook
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილესთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გიორგი ჭიღვარიასა და იუზა უგულავას ვიზიტი მსოფლიო ფინანსთა ასოციაციის კონფერენციას უკავშირდება, რომელიც ამერიკაში იმართება. 

მერიაში განმარტავენ, რომ ვიზიტი ოფიციალური ხასიათისაა და მერმა და მისმა მოადგილემ მოწვევა კონფერენციაზე დასასწრებად ფინანსთა ასოციაციიდან მიიღეს.  

კონფერენციაში საქართველოს ფინანსთა ასოციაციასთან ერთად, მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 

ამერიკაში ვიზიტი 20 მაისს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება. მერიაში განმარტავენ, რომ ვიზიტთან დაკავშირებულ თანხებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან. 
Print