ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში მზის პანელების ქარხანა გახსნა
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, ჰუალინგ ცენტრში, მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა.

ქარხანა გერმანლი კომპანიის "ეისოლარის" რვა მილიონიანი ინვესტიციით მოეწყო, სადაც 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციოდ ამერიკაში, ევროპის ბაზარზე და ახლო აღმოსავლეთში გავა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანამ აქცენტი უცხოურ ინვესტიციაზე უნდა გააკეთოს.  "ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განთლება და ეკონომიკა ერთად ავითარებს ქვეყანას. რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Print