ახალი ამბები
ხმის რა რაოდენობა მიიღო ზესტაფონის "თვითგამოცხადებულმა" მერმა
FaceBook

"თავისუფალი საქართველოს"  ზესტაფონის  მერობის კანდიდატმა გოგი წულიამ, რომელმაც კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 5.81 პორცენტი მიიღო (1475  ხმა).

 

ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩვენებში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 50,81 პროცენტი მიიღო (12 876 ამომრჩეველი). მეორე ადგილზე 

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე გავიდა, მან ხმების 34.26 %-ის  (8 692 ამომრჩეველი) აღება შეძლო.

ზესტაფონში მუნიციპალიტეტის  მერობისთვის 16 მერობის კანდიდატი იბრძოდა. ყველაზე ცოტა, 11 ხმა  "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის" კანდიდატმა მანუჩარ სართანიამ მიიღო.

Print