ახალი ამბები
NDI- სოფლის მოსახლეობის 43% სსრკ-ს დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევს
FaceBook
საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? -  NDI-ს მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეში ჩატარებულ კვლევაში ამ კითხვას   სამიათასამდე სრულწლოვანმა მოქალაქემ უპასუხა.

გამოკითხვის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდ მოვლენად 39%-მა მიიჩნია, კარგ მოვლენად - 50%-მა, კითხვაზე პასუხი არ ქონდა 11%-ს.

თბილისელი მოსახლეობითვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა გამოკითხულთა 29% -სთვის იყო, 58%  ამას კარგ მოვლენად მიიჩნევს, 12%-ს პასუხი არა აქვს.

დიდ ქალაქებში საბჭოთა კავშირი ცუდ მოვლენად მიაჩნდა 60%-ს, კარგ მოვლენად -31%-ს.

საბჭოთა კავშირის დაშლის მიმართ კიდევ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება ვლინდებს სოფლებში. აქ გამოკითულთა 43%- ისთვის საბჭოეთის დაშლა ცუდი მოვლენაა, 49%-სთვის კარგი.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის  2-3 პროცენტი.
Print