ახალი ამბები
26 მაისის ღონისძიებათა პროგრამა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.


11:00 – 18:00 პროფესიული კოლეჯების გამოფენა;

11:00 - 16:30 სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის, პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სკვერში დაგეგმილია აქტივობები: 4 ოქროსფერი ძეგლი სტუმრებს სხვადასხვა აქტივობით გაართობს; თამაშობანა (ექვსი თამაში); სახის მოხატვა; წყალზე ხატვის აქტივობა; შოუების შუალედებში ჯადოსნური გმირების აქტივობები ბავშვებთან; კალიგრაფისტების მასტერკლასი; (14:30 – 16:30 საათი);

რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, იმღერებს ,,ოჩოს ქოხი’’, ,,კნეინა’’ , ,,New face’’, ,,Four Line’’, ქუთაისის სახელმწიფო კაპელა - საქართველოს ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს.

გალა კონცერტზე, რომელიც 19:00-დან – 23:00 - მდე გასტანს, იმღერებს ქუთაისის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბათილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი,  გიორგი ცაგარელი, DJ KORDZ.


ღონისძიებების გამართვის ადგილია ცისფერყანწელების ქუჩა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერი.
Print