ახალი ამბები
ზესტაფონში პოლიციამ კოორდინატორი დააკავა
FaceBook

ზესტაფონში 26-ე საარჩევნო უბანზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს.



როგორც ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ამბობს სპარტაკ კაპანაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

წულაიას უსამართლოდ მიაჩნია კოორდინატორის დაკავების ფაქტი. 

"კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა  მისცა ჩემი მხარდასაჭერი მაისურის გამო კოორდინატორს და თითქოს ამაზე დაიწყო კამათი, სინამდვილეში კაპანაძემ სიებში მკვდარი სულები აღმოაჩინდა რაც კანონდარღვევაა," - აცხადებს წულაია.

წულაიას ბრალდებებს უარყოფს  N 26 -ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

როგორც იზა ღიბრაძე ამბობს, შენიშვნა მხოლოდ მაისურს ეხებოდა, რაზეც სპარტაკ კაპანაძემ აგრესია გამოიჩინა, ყვიროდა და კომისიამ სწორედ ამის გამო გამოიძახა პოლიცია.

მისივე თქმით კოორდინატორმა წინააღმდეგობა პოლიციასაც გაუწია, რის გამოც ის დააკავეს. 

ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

მერობისთვის მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი იბრძვის.

ზესტაფონის გარდა რიგგარეშე არჩევნები ჭიათურაში, მარნეულში, ზუგდიდსა და ხულოში ტარდება.

 

Print