ახალი ამბები
ჭიათურაში არჩევნები მაღაროელების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
FaceBook
ჭიათურაში საარჩევნო პროცესი მაღაროელების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
მაღაროს თანამშრომლები ქალაქის შემოსასვლელთან არიან შეკრბილები და ზესტაფონის მიმართულებით იმ ავტომანქანებს არ ატარებენ, რომლებსაც მარგანეცი გადააქვთ.

"არ ვუშვებთ სატვირთო მანქანებს, რომ მარგანეცი არ წაიღონ. ჩვენი მიზანია, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტს შევწყვეტთ. ვიყავით არჩევნებზე, მივეცით ხმა, მაგრამ  არ გვინდა რომელმე პოლიტიკურ ძალასთან გაგვაიგივონ და ჩვენი პროტესტი გამოიყენონ  პოლიტიკური მიზნებისთვის",–აცხადებენ მაღაროელები. 

შიმშილს აგრძელებს 15 მაღაროელი. 

ჭიათურაში მაღაროლების გაფიცვა 17 მაისს დაიწყეს. გაფიცულები ხელფასის 50%–ით გაზრდას და სამუშაო პიროებების გაუმჯობესებას მოითხოვენ. 

Print