ახალი ამბები
ზესტაფონის საარჩევნო უბანზე დამკირვებელი ვადაგასული მოწმობით დაუშვეს
FaceBook
ზესტაფონში  საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ვადაგასული მოწმობით  შევიდა.
საუბარია სოფელ ნახშირღელეს N 30- ე უბანზე, სადაც მოქალაქე  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაცემული მოწმობით მივიდა.

"ვადაგასული მოწმობით მისული მოქალაქე კომისიის მდივანმა რეგისტრაციაში  გაატარა, რაც დარღვევაა.
ამ ფაქტზე უკვე საჩივარი დაიწერა და ვადგასული მოწმობის მქონე პირიც გაუშვეს უბნიდან," -  აცხადებენ ნახშირღელეს N 30- ე საარჩევნო უბნის კომისიაში.

ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

მერობისთვის მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი იბრძვის.

ზესტაფონის გარდა რიგგარეშე არჩევნები ჭიათურაში, მარნეულში, ზუგდიდსა და ხულოში ტარდება.


Print