ახალი ამბები
შსს მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქებს კანონის დაცვისა და მსვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისკენ  მოუწოდებს


შს მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით უწყება  რეაგირებას მოახდენს ყველა  იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.

„საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ქალაქში მიმდინარეობს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა, ასევე არჩევნების მიმდინარეობის დროს თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მართლწესრიგის დაცვისთვის პოლიციელები ყველა საარჩევნო უბანზეა მობილიზებული და ამ დრომდე სამინისტროს კომპეტენციას მიკეთვნებული ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

რიგგარეშე არჩევნებით მერებს 5 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

Print