ახალი ამბები
"ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“ - მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ
FaceBook
მესამე დღეა ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობენ. მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.

მოშიმშილეები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არაა პოლიტიკური და დღეს ჭიათურაში მიმდინარე მერის არჩევნებში ყველა  მიიღებს მონაწილეობას.

"პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ აქ მოვიტანეთ კარვები და ღამესაც კარვებში გავათევთ. თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნას, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“–აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურაში 15–მა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. გაფიცულები ხელფასების 50%–ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანაცვის საკითხების გაუმჯობესებას, ქალქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. მოშიმშილეებმა ამ მოთხოვნებით ადმინისტრაციას დოკუმენტი ხელმოწერებით გაუგზავნეს. გაფიცულები, ასევე, სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და ამ დრომდე სხვადასხვა მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამარომლების აღდგენას ითხოვენ.


Print