ახალი ამბები
ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა შემთხვევის ადგილს ცეცხლი წაუკიდა
FaceBook
ქუთაისში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა მორიგი აქცია გამართეს.
ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის დედამ, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ქუთაისში გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებლებს დაუპირისპირდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, საპროტესტო აქციებს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე გამოძიება რეალური მკვლელის ვინაობას არ დაადგენს.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი "ჯიპის" მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება "კრაზის" მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
ანა ჯანაშია
Print