ახალი ამბები
"ბანერი მოგვპარა ხელისუფლებამ" - "ევროპული საქართველოს" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარე
FaceBook
პარტია "ევროპული საქართველოს" საარჩევნო ბანერი ხელისუფლებამ მოიპარა.

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სევერიან გორდულაძემ პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა. მისივე თქმით, მათ პოლიციას წუხელვე მიმართეს. დღეს დილით კი პოლიციიდან აცნობეს, რომ ბანერი ქარს ჰქონდა წაღებული. სევერიან გორდულაძეს ამ ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ქარის მიერ ბანერის წაღება ტექნიკურად შეუძლებელი იყო. 

"საღამოს 9 საათისთვის აღარ იყო უკვე ბანერი. პოლიცია გვეუბნეა თითქოს ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა ის და კეთილსინდისიერად დააბრუნა. ახლა ვაპირებ პოლიციაში მისვლას, რომ მოგვცენ ბანერი", - ამბობს სევერიან გორდულაძე. 


ის, ასევე, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ადამიანური და ფინანსური რესურსის გამოყენებას, რაც მისივე თქმით, უთანასწორო გარემოს ქმნის. 

"ევროპული საქართველოდან" შუალდეურ არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 19 მაისს იმართება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (გუმბრა, ხომული, ბანოჯა) ზაურ ქაშიბაძე იყრის კენჭს.
Print